Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი გმობს რუსეთში დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებებისა და ჟურნალისტების დევნის კამპანიას არჩევნების წინ


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული რუსეთის დუმის არჩევნების მოახლოების წინ ქვეყანაში ხელისუფლების ოპონენტების, ოპოზიციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთა დევნით, - ამის შესახებ 23 ივლისს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა.

ამ კრიტიკული განცხადების ფონია, რუსეთის ხელისუფლების მიერ რამდენიმე ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „უცხოეთის აგენტებად“, ხოლო გამოცემა „პროექტის“ - არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადება.

ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს ადვოკატთა გაერთიანებასა და „გუნდი 29“-ის ჟურნალისტებზე დიდ ზეწოლაზე, რამაც აიძულა ისინი, მუშაობა შეეწყვიტათ.


ევროკავშირმა არაერთხელ დაგმო „უცხოეთის აგენტისა“ და „არასასურველი ორგანიზაციის“ შესახებ რუსეთში მიღებული კანონები, რომლებიც ლახავს ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ძირშივე ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG