Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში წყლის ნაკლებობის გამო საპროტესტო გამოსვლების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, HRW-ს „გამჭვირვალე“ გამოძიება სურს


ერთი პირი მოკლეს ირანში წყლის ნაკლებობის გამო საპროტესტო გამოსვლების მერვე ღამეს, რის შემდეგაც არეულობების დროს დაღუპულთა რიცხვმა ხუთს მიაღწია.

ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო IRIB-ი იტყობინება, რომ ორი პირი დაშავდა ლორესტანის პროვინციის, ქალაქ ალიგუდარზის ქუჩებში სროლისას.

ეს ინფორმაცია გავრცელდა მას მერე, რაც Human Rights Watch-მა (HRW) გააავრცელა განცხადება: ირანის ხელისუფლებამ, ჩანს, „გადაჭარბებული ძალა გამოიყენა“ საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ, რომლებიც დაიწყო ხუზესტანის პროვინციაში და შემდეგ გავრცელდა ქვეყნის სხვა რეგიონებში.

HRW-ი მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას, „გამჭვირვალედ“ გამოიძიოს სასიკვდილო შემთხვევები, დამნაშავეები პასუხისგებაში იქნენ მიცემული და სასწრაფოდ განიხილონ წყალზე წვდომის პრობლემა ქვეყანაში.

„ირანის ხელისუფლებას შემაშფოთებელი რეპუტაცია აქვს ეკონომიკური სირთულეებით და გაუარესებული პირობებით იმედგაცრუებული დემონსტრანტებისთვის ტყვიით პასუხის გაცემის მხრივ“, - განაცხადა HRW-ის ირანელმა გამომძიებელმა, თარა სეფეჰრი ფარმა.

ირანში ახლა ბოლო 50 წელიწადში უძლიერესი გვალვაა, მას დაერთვის წყლის რესურსების არაეფექტიანი მართვა, რამაც დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას და კაშხლები წყლის გარეშე დატოვა. ქვეყნის არაერთ რეგიონში შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG