Accessibility links

site logo site logo

ევროპის კავშირი გმობს დამოუკიდებელ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების "დაუსრულებელ რეპრესიებს“ რუსეთში


ჟოზეპ ბორელი

ევროპის კავშირმა გადაჭრით მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს "დაუსრულებელი რეპრესიები" დამოუკიდებელი მედია საშუალებების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, და ამ წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინ რეპრესიებს "განსაკუთრებით შემაშფოთებელი" უწოდა.

22 ივლისს საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის, პრეს-მდივანმა მოიყვანა რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები - შერაცხოს მთელი რიგი ჟურნალისტები და იურიდიული დახმარების არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი, "უცხოეთის აგენტებად" და მედია საშუალება The Project "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადოს.

განცხადებაში ასევე ნახსენები იყო იურიდიული დახმარების მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია, Komanda 29, რომელმაც გადაწყვიტა, შეეწყვიტა თავისი საქმიანობა, ხელისუფლების მხრიდან, როგორც მან უწოდა, "ზეწოლისა და გაუმართლებელი ბრალდებების" შემდეგ.

მაშინ, როცა მმართველი პარტიის მხარდაჭერა სუსტდება, მსგავსი ნაბიჯები განიხილება როგორც მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების უფრო ფართო რეპრესიების ნაწილი 19 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG