Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: სიცოცხლის გადამრჩენელ ვაქცინას გადმოგცემთ როგორც ჩვენი პარტნიორობის ნაწილს


კელი დეგნანი
კელი დეგნანი

თბილისის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული ნახევარი მილიონი ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. მან თქვა, რომ საქართველოსთვის ვაქცინის გადმოცემა სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილია.

„ამერიკის ხალხის სახელით ძალიან მოხარული ვარ, რომ დავხვდი COVID -19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი პრეზიდენტ ბაიდენისგან, ამერიკის მთავრობისგან ქართველი ხალხისთვის ნიშნად ჩვენი მეგობრობისა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ სიცოცხლის გადამრჩენელ ვაქცინას გადმოცემთ, როგორც ნაწილს ჩვენი პარტნიორობისა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა საქართველოში ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით პანდემიის დაწყებისთანავე. ის რასაც შეუძლია მართლაც შეებრძოლოს გლობალურ პანდემიას, ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა", - აღნიშნა ელჩმა და დაამატა - „ეს 500 000 დოზა ვაქცინა დაემატება იმ 9 მილიონიან დახმარებას, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად, მათ შორის, საქართველოს გადაეცა სამი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრი, ასევე ჟანგბადის გამოსამუშავებელი აპარატურის გადაეცა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, რომელიც 300 პაციენტისთვის უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ჯანგბადის მიწოდებას".

დიპლომატმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ტიკარაძეს და სამინისტროს თანამშრომლებს დაუღალავი შრომისა და არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის; იმისათვის, რომ უზრუნველყვეს, რომ დროულად მივიდეს ჩამოსული ვაქცინა ქართველ ხალხთან.

„ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისიდან გაიხსნება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16 წლის ასაკიდან.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო. 13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG