Accessibility links

site logo site logo

„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12 საათიდან დაიწყება


„ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან გაიხსნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება 16 წლის ასაკიდან.

24 ივლისს, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარეგისტრაციო პორტალზე, booking.moh.gov.ge, პირველ ეტაპზე, განთავსდება 150 000 დოზა ვაქცინა.

„ფაიზერის“ პირველი, 29 250 დოზა ვაქცინა საქართველომ მარტის მიწურულს, კოვაქს-პლატფორმის გავლით მიიღო. 13 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ დამატებით 28 000 დოზა კოვიდ-ვაქცინა ჩამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG