Accessibility links

site logo site logo

მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს კოვიდინფიცირებული ჩვილი


ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც რამდენიმე კვირა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, აპარატიდან მოხსნილია, თუმცა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 25 ბავშვია მოთავსებული.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში სულ 90 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს.

მართვით სუნქთვაზე კლინიკაში სამი ჩვილი იმყოფებოდა, მათგან ორი, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კლინიკამ დამატებითი საწოლები კოვიდინფიცირებული ბავშვებისთვის რამდენიმე დღის წინ დაამატა.

პედიატრიული საწოლების დამატება ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა იმატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG