Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სხვა ქვეყნებს გაუგზავნა ვაქცინა, რადგან გამოკითხვით, აუცრელი ამერიკელების მცირე ნაწილს სურს აცრა


ავღანეთში ჩააქვთ აშშ-ის დახმარებით შესყიდული კორონავირუსის ვაქცინა.
ავღანეთში ჩააქვთ აშშ-ის დახმარებით შესყიდული კორონავირუსის ვაქცინა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამ კვირაში აშშ-მა სხვადასხვა ქვეყანას გაუგზავნა კოვიდის ვაქცინის 22 მილიონი დოზა, რადგან გამოკითხვით გაირკვა, რომ იმ ამერიკელთა უმეტესობა, რომლებიც არ აცრილან კოვიდზე, დიდი ალბათობით, არც აიცრებიან.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯერ საკიმ განაცხადა, რომ 22 მილიონი დოზა იქნა გაგზავნილი 23 ქვეყანაში. საკის თქმით, აშშ „მსოფლიოს მეტს შეწირავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა“.

მაგრამ უფრო მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინის მხრივ განსხვავება კვლავ დიდია.

საზოგადოებრივ საქმეთა კვლევის ცენტრის - Associated Press-NORC-ის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 35-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ალბათ არ აიცრება, ხოლო 45-მა პროცენტმა დაბეჯითებით თქვა, რომ არ აპირებს აცრას.

უმეტესობას ეჭვი ეპარება, რომ ვაქცინა იმოქმედებს სწრაფად გადამდები ვარიანტის, „დელტას“ წინააღმდეგ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია მისი ეფექტიანობის შესახებაც. მოპოვებული მონაცემებიდან ჩანს პრობლემა, რომელიც ჯანდაცვის მოხელეებისა და მთავრობის წინაშე დგას, რადგან ინფექცია კვლავ ვრცელდება ყველა შტატში.

სწრაფად გადამდები მუტირებული ვირუსი, „დელტა“ სწრაფად ვრცელდება. ამ კვირაში შემთხვევათა რიცხვმა მიაღწია 193 მილიონს, გარდაცვლილთა რაოდენობა 4,1 მილიონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG