Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საათ-ნახევარში „ფაიზერზე“ 100 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა


კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“ საათ-ნახევრის განმავლობაში 100 000-მდე ადამიანმა დაჯავშნა.

ვაქცინაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათზე გაიხსნა. სარეგისტრაციო პორტალზე სულ გამოტანილი იყო 150 000 დოზამდე ვაქცინა. 13:30 საათისთვის პორტალზე დარჩენილია 54 000 დოზა ვაქცინა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება 16 წლის ასაკიდან.

24 ივლისს, გამთენიისას, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG