Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა


ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უმედლოდ დარჩა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველისთვის ოლიმპიადა „ბრინჯაოს ნახევარფინალით“ დასრულდა, სამხრეთკორეელ ჯილ ვონ კიმთან წაგებით. რეპეშაჟში გადართვამდე ჩხვიმიანმა ოლიმპიურ ტატამზე ორი შეხვედრა ჩაატარა.

აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს ორი ვაზარით მოუგო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან - იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან კი დამატებით დროში დამარცხდა, გაფრთხილებით.

მამაკაცთა უმსუბუქეს წონაში კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლას ორი ქართველი ძიუდოისტი აგრძელებს, ოღონდ ორივე სხვა ქვეყნების სახელით.

ჰოლანდიის ნაკრების წევრ თორნიკე ჭკადუას და საფრანგეთის ნაკრებში მოჭიდავე ლუკა მხეიძეს ბრინჯაოს მედალს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG