Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ქალაქში თვითნებურად გაკრულ პლაკატებზე განცხადებას ავრცელებს


დედაქალაქის მერია ეხმაურება თბილისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი პლაკატების გაკვრას და აღნიშნავს, რომ ეს უკანონო ქმედებაა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პლაკატების ჩამოხსნას „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, 24 ივლისს, დილიდან გამოჩნდა პლაკატები წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. ბანერებზე დატანილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის ნოდარ მელაძის, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი მფლობელის დავით კეზერაშვილის, სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილისა და „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის გამოსახულებები. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG