Accessibility links

site logo site logo

ათასობით უნგრელი შეუერთდება ბუდაპეშტის „პრაიდს“, რათა პროტესტი გამოხატონ  ანტი-ლგბტ კანონის წინააღმდეგ


პრაიდი ბუდაპეშტში 2019 წლის 6 ივლისს

მოსალოდნელია, რომ ათასობით უნგრელი შეუერთდება ბუდაპეშტის „პრაიდს“ - ღირსების მსვლელობას, რათა გამოხატონ მხარდაჭერა ლგბტ-თემის მიმართ და პროტესტი გამოთქვან კანონის წინააღმდეგ, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი მასალების გამოყენებას, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად ითვლება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელიც 2010 წლის შემდეგ არის ხელისუფლებაში, მომავალ წელს რთული არჩევნები ელის მზარდი ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

მისმა მემარჯვენე მთავრობამ გაააქტიურა თავისი კამპანია ლგბტ-თემის მიმართ, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ქრისტიანული ფასეულობების დამცველად, მის მიერ დაპირებული დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რაც ასევე მოიცავს მიგრანტებისთვის უნგრეთის გავლით გადაადგილებაზე უარს და კერძო ლიბერალური მედიაინსტიტუტების დახურვას.

ევროპის კომისიამ გასულ კვირას სასამართლო საქმე აღძრა ბუდაპეშტის წინააღმდეგ ახალ კანონთან დაკავშირებით - რომელიც ამ თვეში შევიდა ძალაში - და აღნიშნა, რომ ის დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს შემწყნარებლობისა და პიროვნების თავისუფლების შესახებ.

24 ივლისის მარშის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წინ აღუდგნენ სიძულვილს და წინააღმდეგობა გაუწიონ, როგორც ისინი უწოდებენ, "ძალაუფლებას მოწყურებული პოლიტიკოსების" მცდელობებს, დააშინონ ლგბტ-თემის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG