Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ კვირაში აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატები მოლაპარაკებებს  გამართავენ შეიარაღების კონტროლის სფეროში


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2021 წლის 27 იანვარს მხარი დაუჭირა ახალი START-ის შეთანხმების ვადის გაგრძელებას კიდევ ხუთი წლით
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2021 წლის 27 იანვარს მხარი დაუჭირა ახალი START-ის შეთანხმების ვადის გაგრძელებას კიდევ ხუთი წლით

შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიპლომატები გამართავენ ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას ჟენევაში, შვეიცარიაში, - განაცხადა ორმა ქვეყანამ 23 ივლისს. შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ასეთი რაუნდი იქნება.

დიალოგი ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის, გასული თვის სამიტისას შეათანხმეს, შედგება 28 ივლისს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა წარმოადგენს გაგრძელებას ბაიდენსა და პუტინს შორის შეთანხმებული ვალდებულებისა, „აწარმოონ მიზანმიმართული და მტკიცე დიალოგი ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც მიმართული იქნება იმისკენ, რომ საფუძველი ჩაეყაროს შეიარაღების სამომავალო კონტროლს და რისკების შემცირების ზომებს“.

აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი, უხელმძღვანელებს. რუსეთის გუნდის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დიპლომატიური დისკუსიები წარიმართება ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ფრონტზე არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები ძირითადად შეეხება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს, კერძოდ, თუ როგორ განავითარონ START-ის ახალი შეთანხმების ჩარჩოები, რომლის მოქმედების ვადის 2026 წლამდე გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ ბაიდენი და პუტინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG