Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო


როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 24 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის სახლთან მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა დაიწყო სისხლის სამართლის ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

უწყების განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია.

24 ივლისს, ხატია დეკანოიძე საკუთარი სახლის წინ, ეზოში, ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც, მათთან ახლოს გაჩერდა მანქანა, რომელიც ხატია დეკანოიძის თქმით, ჟურნალისტებს კინაღამ დაეჯახა.

როგორც ხატია დეკანოიძე ყვება, ახალგაზრდა კაცი საჭეს მართავდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში.

ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აგინებს მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა კაცი ჟურნალისტებსა და ხატია დეკანოიძეს. მას შემდეგ, რაც ისინი კაცს აფრთხილებენ, რომ პატრულს გამოიძახებენ, კაცი მათ პასუხობს, რომ „პატრულის არ ეშინია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG