Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19: საქართველოში სრულად აცრილია 139 289 ადამიანი


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 ივლისისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია - 139 289 ადამიანი. სულ ჩატარდა 402 765 აცრა.

საქართველოში განსაკუთრებული მოთხოვნაა „ფაიზერის“ ვაქცინაზე და რეგისტრაციის საშუალება მსურველებს 24 ივლისის 12:00 საათიდან ჰქონდათ. სარეგისტრაციო პორტალზე (booking.moh.gov.ge ) სულ გამოტანილი იყო დაახლოებით 150 000 დოზა.

25 ივლისის 12:00 საათისთვის დარჩენილი იყო მხოლოდ 515 ვაქცინა. ფეისბუკმომხმარებლები წერენ, რომ დარეგისტრირება უკვე შეუძლებელია თბილისის მასშტაბით.

ახალი წესებით, ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა უკვე 16 წლის ასაკიდან. ასევე, ვაქცინაციის უფლება მიეცათ ადამიანებს კოვიდის გადატანიდან 30 დღის შემდეგ.

სოციალურ ქსელ ფეისბუკის მომხმარებლები წერენ, რომ სისტემამ ისინი დაარეგისტრირა ისეთ შემთხვევებშიც, როცა მათ პირველ დოზად სხვა ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული. ასევე, პორტალმა დარეგისტრირების საშუალება მისცა ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს, რომლებმაც ე.წ. ბუსტერ დოზებზე დარეგისტრირება თვითნებურად გადაწყვიტეს.

სოციალურ ქსელში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეები საბოლოოდ რეგისტრაციის კოდს ვერ მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG