Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა "ტოკიო - 2020"-ზე


ფინალში ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, იაპონელ ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
ფინალში ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, იაპონელ ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

ვაჟა მარგველაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედლების ანგარიში გახსნა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა (2017) ქართველმა ძიუდოისტმა პირად კოლექციას ოლიმპიური ვერცხლი მიამატა.

66 კილოგრამი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადეში სულ ოცდაშვიდი ძიუდოისტი იყო. მარგველაშვილი საქმეში მერვედფინალიდან ჩაება და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ იაკუბ შამილოვს შეხვედრის დასრულებამდე რვა წამით ადრე შესრულებული ვაზარით მოუგო. მეორე მეტოქეს - ისრაელის მოქალაქე ბარუხ შმაილოვს სამ წუთში აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონს და რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს, სამხრეთკორეელ ბაულ ანს „ოქროს დროში“ სძლია, შეხვედრის მეშვიდე წუთის მიწურულს.

ფინალში ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, იაპონელ ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

დღესვე, ძიუდოში ქალთა შორისაც გათამაშდა მედლების ერთი კომპლექტი და 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 66 კილოგრამის ჩემპიონ ჰიფუმი აბეს და უტა აბე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG