Accessibility links

site logo site logo

მოკრივე სახილ ალახვერდოვი ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა


სახილ ალახვერდოვი

მოკრივე ესკერხან მადიევმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მეთექვსმეტედფინალში ალახვერდოვი ჩინელ იამგუან ჰუსთან დამარცხდა, ანგარიშით 27:30.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ტოკიოში სამი სპორტსმენითაა ჩასული. ორი დღის წინ ჩაატარა თავისი პირველი შეხვედრა ესკერხან მადიევმა (69 კგ) და მოიგო აზერბაიჯანის ნაკრების წევრთან, ლორენცო სოტომაიორთან. გიორგი ხარაბაძე (75 კგ) კი რინგზე დღეს ავა - თბილისი დროით 13:51 საათზე უზბეკ ფანატ კახრამონოვს დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG