Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში მომხდარი ავარიის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა


ავარიის სცენა
ავარიის სცენა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა გერმანიიდან კოსოვოსკენ მიმავალი ავტობუსის ავარიის შედეგად. საგზაო შემთხვევა მოხდა 25 ივლისის დილით იმ დროს, როდესაც მგზავრებით სავსე ავტობუსი ხორვატიის ქალაქ სლავონსკი ბროდთან ახლო გზიდან გადავიდა და გადაყირავდა.

ხორვატიისა და კოსოვოს ხელისუფლებების წარმომადგენლების ცნობით, ავტობუსში დიდწილად იმყოფებოდნენ ის კოსოვოელები, რომლებიც გერმანიაში მუშაობენ და საზაფხულო არდადეგების გასატარებლად სამშობლოში ბრუნდებოდნენ.

44 დაშავებული მგზავრი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან 15-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG