Accessibility links

site logo site logo

ეთერ ლიპარტელიანმა მეხუთე ადგილი დაიკავა ოლიმპიურ თამაშებზე


ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ეთერ ლიპარტელიანს ერთადერთი შეხვედრის მოგება დააკლდა ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე. კადეტებს, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა რეპეშაჟის ფინალით დაასრულა, რომელშიც იაპონელ ცუკასა იოშიდასთან წააგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ლიპარტელიანმა ძირითად ბადეში ანგოლელი დიასონემა მუკუნგისა და გერმანელი ტერეზა შტოლის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში, დამატებულ დროში წააგო ვაზარით ფრანგ სარა ლეონი ცისიკესთან და ბრინჯაოს გზაზე გადაერთო, სადაც იოშიდასთან დაჭიდებამდე პოლონელი ჯულია კოვალჩიკი დაამარცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG