Accessibility links

site logo site logo

"ასტრაზენეკას" ვაქცინაზე რეგისტრაციის ადგილები სრულად შევსებულია


კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით შევსებულია. ამ დროის მონაცემებით [26 ივლისი, 14:37], ერთი ადგილიც კი არ არის თავისუფალი. ეს ვაქცინა 45 წელს გადაცილებული პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.

"​ასტრაზენეკაზე" რეგისტრაციის ადგილები ამოწურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა ქვეყანაში არ არის... დამატებით დაემატება ადგილები... ერთი-ორი დღე შეიძლება დასჭირდეს "ასტრაზენეკას" გამოჩენას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, "ასტრაზენეკას" ვაქცინაციაში ჩართული კლინიკების რაოდენობა ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის შემდეგ შემცირდა. "ფაიზერს" შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება - აუცილებელია მისი -80 გრადუსის ტემპერატურის მაცივარში შენახვა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაცია ოთხი ტიპის ვაქცინით მიმდინარობს:

  • "ფაიზერი" - დარჩენილია 2325 ადგილი;
  • "სინოვაკი" - დარჩენილია 97 140 ადგილი;
  • "სინოფარმი" - დარჩენილია 120 291 ადგილი;
  • "ასტრაზენეკა" - დარჩენილია 0 ადგილი.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 26 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 404 339 აცრა. მათგან სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG