Accessibility links

site logo site logo

თალიბანის წინსვლის ფონზე, ათობით ავღანელმა სამხედრომ თავი პაკისტანს შეაფარა


პაკისტანის არმია აცხადებს, რომ 46 ავღანელი სამხედრო გადავიდა საზღვარზე და თავშესაფარი მიიღო პაკისტანში, მას შემდეგ, რაც მათ ბრძოლაში პოზიციები დათმეს თალიბანის ექსტრემისტებთან.

ბოლო კვირებში ასობით ავღანელი სამხედრო და საჯარო მოსამსახურე გაიქცა მეზობელ ტაჯიკეთში, ირანსა და პაკისტანში, სასაზღვრო რეგიონებში თალიბანის შეტევის ფონზე.

პაკისტანი აცხადებს, რომ სამხედროები, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს - ისევე, როგორც ივლისში უფრო ადრე ჩასული 35 ავღანელი ჯარისკაცი - ავღანეთში დაბრუნდებიან, როცა ვითარება ამის შესაძლებლობას შექმნის.

ამ პროცესების ფონია პაკისტანსა და ავღანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა - ქაბულმა ისლამაბადში თავისი ელჩი უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში პაკისტანის დედაქალაქში ელჩის ქალიშვილი მოკლე დროით გაიტაცეს. ავღანეთი ისლამაბადს ასევე ბრალს სდებს საიდუმლოდ თალიბანის დახმარებასა და დაჭრილი ექსტრემისტების მიღებაში მკურნალობის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG