Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის შემდეგ, დაძაბულობა მატულობს ტუნისში


ტუნისის პარლამენტის შენობის წინ შეხლა-მოხლა მოხდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, კაის საიედმა დაითხოვა მთავრობა, შეაჩერა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დედაქალაქის ქუჩებში პოლიცია განათავსა ოფიციალური შენობების დასაცავად.

საიედმა პრემიერ-მინისტრი, ჰიჩემ მეჩიჩი პოსტიდან 26 ივლისს გაათავისუფლა და პარლამენტის შენობა 30 დღით დახურა - რასაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, ისლამიზმით შთაგონებული ენაჰდჰა "გადატრიალებას" უწოდებს და გმობს.

ამ მოვლენებს ერთი დღით უსწრებდა წინ ამ ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი საპროტესტო აქცია, მთავრობის მიმართ კორონავირუსთან არასათანადო ბრძოლის თაობაზე. ტუნისში, ოფიციალური უწყებების შენობების წინ ჯარისკაცები იყვნენ განთავსებული, და პრეზიდენტისა და ენაჰდჰას მხარდამჭერები ერთმანეთს ქვებს უშენდნენ. დაშავდა სულ მცირე ერთი პირი.

ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში საიედმა 25 ივლისს თქვა, რომ მეჩიჩის გათავისუფლების შემდეგ ის უხელმძღვანელებს ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG