Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BioNTech-ის ხელმძღვანელი გეგმავს მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას


გერმანიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც უშვებს ახალი ტიპის, mRNA ვაქცინას COVID-19-ის წინააღმდეგ, აცხადებს, რომ სურს ეს მიღწევა გაიმეოროს მალარიასთან ბრძოლაში, იგივე ტექნოლოგიის გამოყენებით.

BioNTech-ის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, უგურ საჰინმა სააგენტო ასოშიეიტედ პრესს უთხრა, რომ მალარიის საწინააღმდეგო პროექტი დაემატებოდა ძალისხმევას, რომელიც უკვე ხმარდება HIV-ის და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლას. “ჩვენ უკვე ვმუშაობთ HIV-ზე და ტუბერკულოზზე, და მალარია არის მესამე [დაავადება], რომელთან მიმართებითაც მაღალი სამედიცინო საჭიროება არსებობს" - ამბობს საჰინი 26 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში და დასძენს: "მისით ყოველწლიურად ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა ინფიცირდება, ბევრი პაციენტი კვდება, დაავადება განსაკუთრებით ძლიერია და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვებს შორის". საჰინის თქმით, სამუშაო პროცესი ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა.

მალარია, რომელიც განკურნებას ექვემდებარება და რომელსაც პარაზიტი კოღო იწვევს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლის მქონე პათოგენია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიოს მასშტაბით მალარიის 230 მილიონამდე შემთხვევა აღირიცხა, რასაც შედეგად მოჰყვა 400,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი. დაღუპულთაგან დაახლოებით ორი მესამედი 5 წლამდე ბავშვები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG