Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ტატო გრიგალაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველმა ტაჯიკი აკმალ მუროდოვისა და სამხრეთკორეელი სუნგჰო ლის ძლევის შემდეგ უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მონღოლეთის ნაკრების წევრ საიდ მოლაისთან წაგებით დაკარგა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და გრიგალაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG