Accessibility links

site logo site logo

„როსკომნადზორი“ ალექსეი ნავალნის ვებსაიტის შემდეგ მისი თანამებრძოლების „იუტუბის“ არხების დაბლოკვას ცდილობს


ლეონიდ ვოლკოვი

რუსეთის სახელწიფო მარეგულირებელი უწყება „როსკომნადზორი“ კომპანია „გუგლისგან“ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლების: ლეონიდ ვოლკოვის, ვლადიმირ მილოვისა და გეორგია ალბუროვას „იუტუბის“ არხების დაბლოკვას ითხოვს.

„იუტუბის“ მხარდამჭერი სამსახურისგან მიღებული „როსკომნადზორის“ შესაბამისი წერილის შინაარსი ვოლკოვმა თავის ტვიტერში გამოაქვეყნა.


რუსეთის სახელმწიფო უწყება აცხადებს, რომ ვოლკოვის ანგარიში „მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული საქმიანობისა და მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოწოდებებს შეიცავს“. ვოლკოვმა მიიღო გაფრთხილება „იუტუბისგან“, რომ თუ ამ შინაარსის მასალებს არ წაშლის, მის ანგარიშს დაბლოკავს.

მანამდე რუსეთის მედიის ზედამხედველმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“ დაბლოკა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებსაიტი, რაც წარმოადგენს ნაწილს ხელისუფლების მზარდი ზეწოლისა მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე, 19 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.

ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა (FBK) 26 ივლისს ტვიტერით დაწერა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ასევე დაბლოკოს ე.წ. Smart Voting-ის სისტემა, რომელიც ნავალნის გუნდმა არჩევნებამდე შეიმუშავა, მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ დამარცხების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG