Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიშები ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ მისთვის ანტივაქსერია ისიც, ვინც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვაქცინაციის პროცესისთვის ისინი უფრო სახიფათონი არიან, ვიდრე თავად ანტივაქსერები.

"ანტივაქსერი ყველგან არის მსოფლიოში და არ ნახეთ, რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში? არის ეგეთი ხალხი, ყველგან არის. ამათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ისინი უფრო დიდი ინფლუენსერები არიან, ვიდრე ესენი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია ამ დროისათვის 4 პრეპარატითაა შესაძლებელი. ესენია "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი" და "ფაიზერი".

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3666 შემთხვევა გამოვლინდა. 27 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 418 398 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG