Accessibility links

site logo site logo

ირანში სასმელი წყლის და ელექტროდენის ნაკლებობის გამო საპროტესტო გამოსვლები ფართოვდება


საპროტესტო გამოსვლა ირანის ქალაქ ქარაჯში

ირანის ქალაქებში განრისხებული მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები ფართოვდება. ხალხი უკმაყოფილოა წყლის ნაკლებით, ელექტროენერგიის დეფიციტით და საერთო ეკონომიკური პირობების გაუარესებით.

26 ივლისს დემონსტრანტებმა თეირანში აშკარა უკმაყოფილება გამოხატეს ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიმართ.

ქალაქ ქარაჯში, ალბორზის პროვინციაში, თეირანის მახლობლად, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები გაიძახოდნენ ლოზუნგს - „სიკვდილი დიქტატორს“ - რომელიც იმავე დღეს ისმოდა დედაქალაქშიც, სადაც სხვათა შორის ხალხი გამოვიდა მოწოდებებით - „ნუ გეშინია, ნუ გეშინია“, „ნუ გეშინია, ერთად ვართ“, „ერთად ვართ ქარაჯიდან ხუზესტანამდე“.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე ირანი კორონავირუსის პანდემიის ახალ ტალღას ებრძვის, ეკონომიკა სუსტდება აშშ-ის ძლიერი სანქციების გამო და, ამავე დროს, გვალვებმა და წყლის რესურსების არაეფექტიანმა გამოყენებამ დააზარალა სოფლის მეურნეობა, წყალსაცავებში წყლის დონემ დაიწია.

დემონსტრაციები დაიწყო 15 ივლისს ირანის სამხრეთით, უპირატესად ეთნიკური არაბებით დასახლებულ ხუზესტანში, რომელიც ნავთობით მდიდარი რეგიონია. რადიო თავისუფლების ირანულს სამსახურს მოჰყავს ვიდეო, რომელზეც ასახულია ქალაქ ქარაჯში, საავტომობილო ხიდთან გამართული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ლოცავენ რეზა შაჰს, ფეჰლევების პირველ წარმომადგენლს, რომელმაც ირანის თანამედროვე სახელმწიფო დააარსა და რომლის ვაჟი, ირანის ბოლო შაჰი, მუჰამედ რეზა, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს. ვიდეოზე გაისმის ასევე გასამხედროებული სახალხო ჯარის, ბასიჯის საწინააღმდეგო ლოზუნგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG