Accessibility links

site logo site logo

ბათუმში ქუჩები და ეზოები დაიტბორა


ძლიერმა წვიმამ ბათუმში ქუჩები და ეზოები დატბორა. სტიქიის გამო "ბათუმის წყალი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია 150-ზე მეტი შეტყობინება.

სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები. დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განიხილება. უხვი ნალექის მოსვლამ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას ხელი შეუშალა.

როგორც შესაბამის უწყებებში აცხადებენ, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG