Accessibility links

site logo site logo

ბათუმში დაიწყო ვაქცინაცია ორ სავაჭრო ცენტრში


დღეიდან, 27 ივლისიდან ბათუმში „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია სავაჭრო ცენტრებშია შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულების გარეთ სავაჭრო ცენტრებში „ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო კუთხეში ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წინასწარი რეგისტრაცის გარეშე შეეძლებათ იმუნიზაციაში ჩართვა.

ამცრელი ჯგუფები დაკომპლექტებულია სამედიცინო პერსონალით და სავაჭრო ცენტრებში იმუნიზაციის პუნქტები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით განთავსდა.

აჭარაში დღემდე 45 ათასამდე მოქალაქე აიცრა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 129 პაცინეტი.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 42 235 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3666 შემთხვევა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

გასული დღის განმავლობაში აიცრა 13 884 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 418 398 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 142 254 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG