Accessibility links

site logo site logo

გამოკითხულ უკრაინელთა უმეტესობა „ერთი ერის“ შესახებ პუტინის მოსაზრების წინააღმდეგია


უკრაინის მოსახლეობის გამოკითხული ნაწილის 55 პროცენტი არ ეთანხმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოსაზრებას, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რომელიც მიეკუთვნება ერთ ისტორიულ და კულტურულ სივრცეს“. 41 პროცენტი პუტინის აზრს ეთანხმება. გამოკითხვების შედეგები მოჰყავს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

უკრაინის აღმოსავლეთის გამოკითხული მოსახლეობის, ასევე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) მრევლის 60 პროცენტი რუსეთის პრეზიდენტის აზრს ეთანხმება.
ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის, კერძოდ, პრორუსული პლატფორმის, „სიცოცხლისთვის“, ამომრჩეველთა შორის, ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა უმეტესობა არ ეთანხმება პუტინის თეზისს.

მას არ იზიარებს ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მომხრეთა 90 პროცენტი. რუსეთის პრეზიდენტის მოსახლეობას უკრაინის დასავლეთში ბევრად უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს, ვიდრე სხვა რეგიონებში.

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, პუტინის თეზისის მომხრეები და მოწინააღმდეგეები მათში თანაბრად არიან განაწილებული. 18-29 წლის ახალგაზრდებს შორის პუტინის აზრს უფრო მეტი ემხრობა, ვიდრე უფროს თაობაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ახლახან გამოაქვეყნა კრემლის საიტზე რუსულ და უკრაინულ ენებზე სტატია, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსები და უკრაინელები მათი ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, არსებითად, "ერთი ერია". სტატიას მოჰყვა დისკუსია და პუტინის აზრს არ დაეთანხმა ბევრი უკრაინელი ისტორიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG