Accessibility links

site logo site logo

რუსმა სპორტსმენებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში, რითაც ამერიკელების გამარჯვებების სერია დაასრულეს


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ზურგზე ცურვაში, ევგენი რილოვი, მეორე ადგილზე გასული კლიმენტ კოლესნიკოვი და რაიან მერფი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა

27 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რუსმა სპორტმენებმა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს 100 მეტრზე ზურგზე ცურვაში და ამერიკელებს პირველი დამარცხება აწვნიეს ამ სახეობაში 1992 წლის შემდეგ.

ევგენი რილოვმა დისტანცია 51,98 წუთში დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა, კლიმენტ კოლესნიკოვმა 52,00 წუთი აჩვენა და ვერცხლის მედალი აიღო. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი, რაიან მერფი, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 52.19 წუთით.

ამერიკელმა კაცმა სპორტსმენებმა ერთმანეთის მიყოლებით 12 ოქროს მედალი მოიპოვეს უკანასკნელ ექვს ოლიმპიადაზე, მერფის 100 მეტრზე ცურვასა და 200 მეტრზე ზურგზე ცურვის ჩათვლით 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე რიო-დე-ჟანეიროში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG