Accessibility links

site logo site logo

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია


ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, მოძრაობა შეიზღუდა მუნიციპალიტეტის 4 თემში (ჩოლური, ჟახუნდერი, ჩიხარეში, ზესხო-ცანა). როგორც მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, შიდა სასოფლო გზები დაზიანდა დურაშში, საყდარში, ესიერში და ტვიბში, რის შედეგადაც ეს სოფლები გარესამყაროს მოწყდა. მწყობრიდან გამოვიდა საყდრისა და დურაშის ხიდები.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ადიდდა მდინარე ხელედურა, გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა ლესემისა და ჩხალვარის დამაკავშირებელი გზა და მისი აღდგენა მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ლასდილის საავტომობილი გზის 97-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად წაღებულია საავტომობილო გზა, მიმდინარეობს გზის აღდგენისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG