Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 300-ს მიუახლოვდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 495 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა და კიდევ 5 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადებული 4 პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა და 1 სოხუმის კლინიკაში. ოკუპირებულ რეგიონში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა ივნისის ბოლოდან.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 21 417 შემთხვევა, მათგან 17 235 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 299.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG