Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ბექაური ოლიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალში გავიდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ლაშა ბექაურს ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს, ჩემპიონის ტიტულს კი - ორი. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა ტოკიო-2020-ზე დილის პროგრამაში მოუგო პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს და უზბეკ დავლატ ბობონოვს და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბექაური რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს დაუპირისპირდება, მეორე ნახევარფინალში კი გერმანელი ედუარდ ტრიპელი და თურქეთის ნაკრების წევრი მიხაელ ზგანკი იჭიდავებენ.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG