Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი პუტინზე: მან იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს და ამიტომ უფრო საშიშია


რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში. 2021 წლის 16 ივნისი
რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში. 2021 წლის 16 ივნისი

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისგან არჩევნებში შემდგომ ჩარევას მოელის. ამერიკის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს რეალური პრობლემა აქვს და ის ზის ეკონომიკაზე, რომელსაც აქვს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობის ჭაბურღილები. ბაიდენის თქმით, პუტინმა იცის, რომ რეალური პრობლემები აქვს, რაც მას უფრო საშიშს ხდის.

აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, პუტინმა იცის, რომ ამერიკულ სპეცსამსახურებს რუსეთის დაზვერვაზე უპირატესობა აქვთ და ეს ძალიან აშფოთებს.

ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურების საიდუმლო ანგარიშებზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელებით ისევ ცდილობს აშშ-ის არჩევნების შედეგებზე გავლენას, რაც ამერიკის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევაა. ამ შემთხვევაში საუბარია კონგრესის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

სააგენტო Reuters-ი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს აშკარა სარკაზმით უწოდა „ძალიან ახლო მეგობარი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG