Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა "ექსტრემისტის" სტატუსით აკრძალა ოპოზიციური არხი, Belsat-ი


Belsat-ის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ძიკავიცკი და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია
Belsat-ის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ძიკავიცკი და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსში სასამართლომ პოლონეთის მიერ დაფინანსებულ ტელეარხ Belsat-ს "ექსტრემისტულის" სტატუსი შეუფარდა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ძლიერდება ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივლისს განაცხადა, რომ ჯარიმები ან პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს ნებისმიერ პირს, ვინც ინფორმაციას გაუზიარებს Belsat-ს - ინფორმაციის პოპულარულ წყაროს ბელარუსებისთვის, რომელიც ყურადღებით აშუქებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოპოზიციას.

სასამართლოს განჩინებით, ბელარუსში დაიბლოკა Belsat-ის ვებსაიტი და სოციალური მედიის ანგარიშები.

მიმდინარე თვეში ლუკაშენკა გამოვიდა მუქარით, რომ ქვეყანას "გაწმენდს" აქტივისტებისგან, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან, იმ ფონზე, როცა მალე შესრულდება ერთი წელი მას შემდეგ, რაც კამათის საგნად ქცეულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ბელარუსში ბიძგი მისცა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლებს. ბელარუსის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი კამპანია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მიმდინარე თვეში განხორციელდა 200-ზე მეტი რეიდი აქტივისტების და ჟურნალისტების ოფისებსა თუ ბინებში, - იუწყება Vyasna, ადამიანის უფლებების წამყვანი ცენტრი, რომელიც თავადაც გახდა ზეწოლის სამიზნე.

პატიმრობაში იმყოფება 27 ჟურნალისტი - რომელთა ნაწილი სასჯელს იხდის, ნაწილი სასამართლოს მოლოდინშია. მათ შორისაა ორი ქალი ჟურნალისტი Belsat-იდან, კატსიარინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა, რომლებსაც თებერვალში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისთვის.

Belsat-ი, რომელიც ძირითადად ბელარუსულ ენაზე მაუწყებლობს, მხარდაჭერილია პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Telewizja Polska-ს მიერ. Belsat-ის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ძიკავიცკი განცხადებაში ამბობს, რომ არხი მუშაობას გააგრძელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG