Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მერვედფინალით დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში ორმოცდამეორე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან, გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა. შეხვედრის ბედი ორ სეტში გადაწყდა. პირველში ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი ქულა აიღო (4:6), მეორეში კი საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა (6:7).

მერვედფინალამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი ეტაპი გაიარა - მოუგო ესპანელ რობერტო კარბალიეს ბაენას (6:3 6:2) და იტალიელ ლორენცო სონეგოს (6:4 3:6 6:4).

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG