Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

53%-იანი მოგების დროსაც "ქართული ოცნება" მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, თუ ოპოზიცია წინაპირობებს შეასრულებს


მმართველი პარტია მზადაა, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები მაშინაც კი, თუ 43 პროცენტზე მეტ ხმას, 53 პროცენტს მიიღებენ, თუ ოპოზიცია კონკრეტულ პირობას შეასრულებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით", - თქვა კობახიძემ.

19 აპრილს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპელი დიპლომატების ჩართულობით შეთანხმება შედგა. ამ შეთანხმების მიხედვით, მმართველი პარტია მზად იყო რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG