Accessibility links

site logo site logo

ლაშა ბექაური ტოკიო-2020-ზე ფინალში გავიდა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე მედალი გაინაღდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს.

ტოკიოს კვარცხლბეკზე უკვე ავიდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ). ორივე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალში ლაშა ბექაური გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG