Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერიას რეფერალურმა ჰოსპიტალმა ანტივაქსერული განცხადების გამო მედძმა გაათავისუფლა


უმცროსი მედპერსონალის, მედძმის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი. ის მკაცრად ემიჯნება კლინიკის სახელით გაკეთებულ ანტივაქსერულ განცხადებას.

„აღნიშნული განცხადება არის არაპროფესიონალური, რადგან მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად მხოლოდ ვაქცინაციას აღიარებენ და ამაზე არაერთი მნიშვნელოვანი კვლევაა ჩატარებული", - აცხადებს კლინიკა.

ანტივაქსერული განცხადების გამო რეფერალურმა ჰოსპიტალმა მედძმასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებელად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG