Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერაზადიშვილს პირველი დახმარება ქართველმა ექიმებმა გაუწიეს


ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიხაილ იგოლნიკოვთან შეხვედრისას გონება დაკარგა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიხაილ იგოლნიკოვთან შეხვედრისას გონება დაკარგა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში, ესპანეთის სახელით მოჭიდავე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რუსეთის ნაკრების წევრ მიხაილ იგოლნიკოვთან შეხვედრისას მახრჩობელა ილეთზე მოყვა და გონება დაკარგა.

ტატამზე იქვე მდგომი საქართველოს ნაკრების ექიმები ზურაბ კახაბრიშვილი და გიორგი მგელაძე ავარდნენ და შერაზადიშვილს პირველადი დახმარება სწრაფადვე გაუწიეს.

ამ შეხვედრის შემდეგ, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. რუს ძიუდოისტზე კი მის ნაცვლად რევანში ლაშა ბექაურმა აიღო, ნახევარფინალში. 90 კილოგრამში ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ ბექაური გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG