Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აშშ მხარს უჭერს ბელარუს ხალხს“. ჯო ბაიდენი თეთრ სახლში სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდა


„ჩემთვის იყო პატივი დღეს დილით თეთრ სახლში შევხვედროდი სვიატლანა ციხანოუსკაიას. აშშ-ი მხარს უჭერს დემოკრატიისა და ადამიანის საყოველთაო თავისუფლებისაკენ ბელარუსი ხალხის მისწრაფებას“, - დაწერა თავის ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატალანა ციხანოუსკაის შეხვედრა 15 წუთს გრძელდებოდა. „მე ვტოვებ თეთრ სახლს რწმენით, რომ (პრეზიდენტმა) მილიონობით ბელარუსი ხმა გაიგონა“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

სვიატლანა ციხანოუსკაი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მოწვევით იმყოფება. ბელარუსის ოპოზიცის ლიდერი 19 ივლისს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს და მის მოადგილე, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.

XS
SM
MD
LG