Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო სალუქვაძემ წარმატებულად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარი


ნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე

ტოკიო-2020-ზე საქართველოს დელეგაციის მედროშე, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ჩაება ოლიმპიურ კონკურენციაში და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარი კარგი შედეგით დაასრულა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა სპორტსმენმა 3 სერიის შემდეგ, 291 ქულა მოაგროვა და მერვე ადგილზეა. ასეთივე შედეგი აქვს კიდევ ხუთ მსროლელს და მათ სალუქვაძე დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. კვალიფიკაციის პირველი ნახევრის ლიდერი კი სერბი ზორანა არუნოვიჩია, 296 ქულით.

საკვალიფიკაციო ეტაპი ხვალ დასრულდება. ფინალის საგზურს რვა საუკეთესო მოიპოვებს და მათ შორის მედლები ხვალვე გათამაშდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG