Accessibility links

site logo site logo

"სტრატეგია აღმაშენებელს" არ გადაუწყვეტია, დატოვებს თუ არა პარლამენტს


პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თეონა აქუბარდია მედიასთან ამბობს, რომ მათ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული პარლამენტში მუშაობის შეწყვეტის შემდეგ. კითხვა იმის შესახებ, დატოვებს თუ არა ოპოზოცია პარლამენტს, გაჩნდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ "შარლ მიშელის დოკუმენტი" ანულირებულად გამოაცხადა.

"საუბარი არ არის მხოლოდ პარლამენტის დატოვებაზე, საუბარია იმაზე, როგორ გადავარჩინოთ ქვეყნის საგარეო კურსი და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი იმ პროცესებიდან, რომელსაც ადგილი აქვს და ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანა ღიად მიჰყავს რუსეთისკენ და კიდევ უფრო აშორებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან. ჩვენ, როცა ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ამ შეთანხმების გარანტორები იყვნენ ევროკავშირი და შეერთებული შტატები, შესაბამისად, არ არის აჩქარება კარგი, საჭიროა მთელ ამ პროცესს ვხედავდეთ იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯები სწორად გადავდგათ, ვაწაროებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან და არ განვიხილავთ ამ ეტაპზე პარლამენტის დატოვებას. კონსულტაციების შედეგად იქნება კონკრეტული ნაბიჯები იმ გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისი, რომელიც ჭირდება ჩვენს ქვეყანას" - ამბობს თეონა აქუბარდია. ცნობილია, რომ პარტია დღეს შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან, რომელიც საქართველოში იმყოფება.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. მმართველ პარტიაში გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რეაქცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუხატავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG