Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი გამოაცხადებს, რომ ფედერალური მოხელეები უნდა აიცრნენ, ან გაიარონ რეგულარული ტესტირება


თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყველა ფედერალურმა მოხელემ უნდა გაიკეთოს კოვიდის აცრა ან რეგულარულად გაიაროს შემოწმება.

ოფიციალური პირები, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ, აცხადებენ, რომ ბაიდენი გეგმავს 29 ივლისს გამოაქვეყნოს ახალი პოლიტიკა მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მუტირებული „დელტა“ ვარიანტი, რომელიც სწრაფად გადამდებია, გამოიწვევს ინფექციის ახალ ტალღას და ხელს შეუშლის წინსვლას ვირუსთან ბრძოლაში.

ბაიდენის მოსალოდნელი განცხადება, რომელიც შეეხება 4,2 მილიონ მოხელეს მთელ ქვეყანაში სამხედრო პირების ჩათვლით, გამოქვეყნდება მაშინ, როცა 28 ივლისს, ნიუ-იორკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეებისგან მოითხოვს აცრას, ან ყოველკვირეულ ტესტირებას. შტატის გუბერნტორი ენდრიუ კუომო, რომელიც მიმართავს კალიფონიის და ქალაქ ნიუ-იორკის მაგალითს თავისი თანამშრომლების მიმართ, მოუწოდებს ნიუ-იორკის ხელისულების ორგანოებს, მიბაძონ მათ მაგალითს.

კერძო ფირმებმა, ასევე საავადმყოფოების და უნივერსიტეტების ადმინისტრაციებმა შემოიღეს ვაქცინის მანდატები ბოლო თვეებში, მაგრამ სულ მცირე, 18 შტატი, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის წევრები მართავენ, მიმართავს ზომებს, რომ აიკრძალოს ვაქცინის პასპორტები და სახელმწიფო ორგანიზაციებს არ აძლევს ნებართვას, მოითხოვონ ვაქცინაციის საბუთი.

კონცერნები, Facebook-ი და Google-ი ბოლო კომპანიები არიან მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ თანამშრომლებს მოთხოვენ აცრას, როცა ისინი დაბრუნდებიან ოფისებში.

ისინი, ვინც ვაქცინაციის ვალდებულებაზე ლაპარაკობენ, წააწყდებიან რესპუბლიკელების წინააღმდეგობას, რომლებიც შეშფოთებული არიან თავისუფლების ხელყოფით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG