Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და რუსეთმა ჟენევაში ატომის სფეროში „საგნობრივი და პროფესიონალური„ მოლაპარაკება დაიწყეს


აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხედრა ჟენევაში 16 ივლისს, 2021 წელი.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხედრა ჟენევაში 16 ივლისს, 2021 წელი.

აშშ-ის საგარეო უწყება ამერიკულ-რუსულ შეხვედრას სტრატეგიული ბირთვული სტაბილურობის შესახებ ჟენევაში აფასებს, როგორც „საგნობრივს და პროფესიონალურს“ და იტყობინება, რომ მხარეები შეთანხმდნენ, სექტემბრის ბოლოს გამართონ კიდევ ერთი მაღალი დონის შეხვედრა.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი მათი სამიტისას შეთანხმდნენ გასულ თვეში, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები მოილაპარაკებდნენ, როგორ მიაღწიონ ატომური იარაღის არსენალების შეკვეცას.

„დაძაბულობის პერიოდშიც ვიღებთ ვალდებულებას, რომ უზრუნველვყოთ პროგნოზირება და შევამციროთ შეიარაღებული კონფლიქტის რისკი და ბირთვული ომის საშიშროება“, განაცხადა 28 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 28 ივლისის მოლაპარაკების მიზანი იყო „სტრატეგიული სტაბილურობის, იარაღის კონტროლის შენარჩუნება და რისკის შემცირება“. „ორივე მხრეს იმედი აქვს სამომავლო თანამშრომლობის განვითარებისა“, აცხადებს მოსკოვი.

ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, რაც აშკარა იყო სამიტზე. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკვე დაძაბული ურთიერობა კიდევ უფრო გაუარესდა ხელისუფლებაში ბაიდენის მოსვლის შემდეგ, როცა აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთს კიბერთავდასხმების, არჩევნებში ჩარევის და ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და გასამართლების გამო.

XS
SM
MD
LG