Accessibility links

site logo site logo

ლაშა ბექაური მოგებულ მილიონზე: მინდა ბებიაჩემი და დეიდაჩემი დავაბრუნო ემიგრაციიდან


ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გამარჯვების შემდეგ სახელმწიფოსგან მიღებული მილიონი ლარით ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.

"პირველ რიგში, ბებიაჩემი და დეიდაჩემი არიან საბერძნეთში, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან და მინდა ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში... ზოგადად, არ მიფიქრია, რას ვუზამ მილიონს. პირველ რიგში, მინდა ეს", - თქვა ლაშა ბექაურმა.

28 ივლისს საქართველოს დელეგაციამ ტოკიო-2020-ზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.

ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია - ის რამდენიმე დღის წინ გახდა 21 წლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG