Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობის შედეგად ავღანეთში ათობით ადამიანია დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული


სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 150 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ნურისტანის პროვინციაში მომხდარი დიდი წყალდიდობის შედეგად.

თალიბანი, რომელიც ფაქტობრივად აკონტროლებს სტიქიით დაზიანებულ ტერიტორიებს, თავის ოფიციალურ ცნობებში გაცილებით უფრო დიდი მსხვერპლის შესახებ იუწყება.

29 ივლისის განმავლობში სამაშველო სამსახურები აგრძელდებდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ოპერაციას ქაბულიდან 355 კილომეტრით დაშორებულ პროვინციაში. წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ერთ-ერთ სოფელში სტიქიამ 800-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

ნურისტანის პროვინციის გუბერნატორმა, ხაფიზ აბდულამ, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ რაიონში, რომელსაც თალიბები აკონტროლებენ, სრულად არის გათიშული კავშირის საშუალებები.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მოჯაჰიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ექსტრემისტები უფლებას მისცემენ სამაშველო სამსახურებსა და უიარაღო მოხელეებს, რომ ჩავიდნენ სტიქიით დაზიანებულ რაიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG