Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინგამოცემა ON.ge მიზანმიმართული კიბერშეტევის შესახებ იუწყება


კიბერშეტევის გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გათიშული იყო ON.ge-ს ვებსაიტი. ონლაინგამოცემა მიზანმიმართული DDoS შეტევის შესახებ აცხადებს. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები პრობლემის აღნმოსაფხვრელად.

შეტევა, რომელიც 29 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო, ახლაც გრძელდება. ON.ge-ს ვებსაიტი პერიოდულად ითიშება.

ონლაინგამოცემამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ელოდება დამატებით ინფორმაციას.

გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს ონლაინგამოცემა Publika.ge-ის ვებსაიტი. ის ვებდეველოპერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სერვერზე, სადაც რამდენიმე მედიასაშუალებაა განთავსებული, მიმდინარეობს კიბერშეტევა. ამით არის გამოწვეული ვებსაიტის პერიოდული გათიშვა. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG