Accessibility links

site logo site logo

ეკონომიკური პრობლემები სიმბიოზურ ურთიერთობაშია პოლიტიკურ გარემოსთან


ავტორი: რატი აბულაძე

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები სიმბიოზურ ურთიერთობაშია პოლიტიკური გარემოსთან. პოლიტიკური გარემო ჩიხშია. მათი შესაძლებლობები განსაზღვრული და გაბზარულია.

დღეს, ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა პოლიტიკური გარემო. ვინაიდან და რადგანაც არ იქმნება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური კლასი, შედეგად კიდევ უფრო ღრმავდება სტრუქტურული ნაკლოვანებები, იზარდება უთანასწორობა, უარესდება დასაქმების პირობები, მცირდება შემოსავლები, მატულობს ვალები და ფასები.

არსებულ ფონზე, ქვეყანაში გვაქვს არამხოლოდ ეკონომიკური დანაკარგები, არამედ ინტელექტუალური და ახალი პოლიტიკური რესურსის დანაკარგები. ქვეყანა არის საკადრო ბლოკადაში. საკადრო რესურსი იზოლაციაში ქართული პოლიტიკური გარემოს მიერ.

პოლიტიკური გარემო, რომელიც უნდა იბრძოდეს ეკონომიკის სტაბილიზების, სახელმწიფო პრობლემების გადაჭრისა და კოვიდ პანდემიის განახლების შემთხვევაში ქვეყნის მზაობის ამაღლებისთვის, ებრძვის ყველას და ყველაფერს. ფაქტოლოგია ცხადყოფს, რომ:

  • ერთი სტრატეგიული პროექტი, ერთი პროგრამა, ერთი კანონპროექტიც კი არ მიუღიათ, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა ამაღლდებოდა. რომელიმე ქვეყანასთან მიმართებაში;
  • არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არცერთი მიდგომა. პოლიტიკური გარემო კონკურენციაშია არა სხვა ქვეყნებთან არამედ საკუთარ საზოგადოებასთან;
  • ტურიზმზე სტრატეგიული აქცენტები გაკეთება ეკონომიკურ პოლიტიკაში სტრატეგიული აზროვნების დეფიციტზე მეტყველებს. კვლევები ცხადყოფს, რომ ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყანას დიდხანს გაუჭირდება ეკონომიკის გამოცოცხლება, ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გლობალური ვაჭრობის პროდუქტით არიან ინტეგრირებულნი, სწრაფად აღადგენენ ეკონომიკას;
  • შთამბეჭდავ სტატისტიკასა და აბსტრაქტულ რეფორმებზე საუბარი ეკონომიკური აქტივობის აღმავლობის სიგნალს არ წარმოადგენს. განსაცვიფრებელი პროგნოზებიც კი საზოგადოებისთვის ძნელად აღქმადია;
  • პოლიტიკური გარემოს არ გააჩნია საზოგადოების ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ქმნის ისეთ მოცემულობას, რომელიც წაახალისებს ინოვაციებს, მეცნიერებას, ტექბოლოგიებს, შემოსავლებს, სამუშაო ადგილების შექმნას. ფრაგმენტული მიდგომები და ცალკეული ინიციატივები ჰგავს „შემოდგომის აზნაურების“ აქტივობას;

ხაზგასასმელია, რომ საქართველო ეკონომიკა და ბაზრი ვერ შეძლებს სრულფასოვან ფუნქციონირებას სახელმწიფოს ფინანსური, პროგრამული და პოლიტიკური დახმარების გარეშე. ფაქტოლოგია ცხადყოფს, რომ ქვეყანას ფინანსური დახმარების რესურსი უფრო მეტი აქვს, ვიდრე პროგრამული ან პოლიტიკური.

სკეპტიციზმია სუბსიდირების პოლიტიკის მიმართულებით. აღვნიშნავ, რომ სუბსიდირება არის ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური ინსტრუმენტი. კოტრპროდუქტიულია როდესაც ადგილობრივი წარმოებას და ქართულ პროდუქტს არ იცავ. არ ცდილობ შენი მეწარმეების სუბსიდირებას. სუბსიდირების მეშვეობით შესაძლებელია იმპორტირებული პროდუქტის ფასწარმოქმნის პოლიტიკის კომპენსირება. სწორედ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი გაძვირდეს იმპორტირებული პროდუქტი და გაიაფდეს ადგილობრივი პროდუქტი.

აღსანიშნია ვალუტის და ფასწარმოქმნის რყევებზე პასუხისმგებლობას დაკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ვირუსზე და ზოგჯერ ხალხზეც (ცუდი მოლოდინების გამო). ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკურ გარემოს, მათ მიერ ფორმირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო. წესით, ეკონომიკურ პოლიტიკას გაჰყავს ხნული, ხოლო კულტივაციას ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

ნიშანდობლივია კაბინეტში ყოფნისას (პოლიტიკაში მყოფი პირების მიერ) დანახული ქვეყნის აყვავება და კაბინეტიდან (თანამდებობიდან) წამოსვლის შემდგომ დანახული სუსტი ინსტიტუციები, არაეფექტიანი მართვა, უმოქმედო პოლიტიკა და დამუხრუჭებული ქვეყანა.

მხედველობაშია მისაღები ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიმართვა ქართული პოლიტიკური გარემოსადმი: „ იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ რეფორმების მიმართულებით, არა ბრიუსელის გასახარად, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით“. რეალობა ცხადყოფს, რომ რეფორმის გატარება თუ რეკომენდაციის ხორცშესხმა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და ენერგიული პოლიტიკოსების ხელში, რისი დეფიციტიც გვაქვს.

დღევანდელი პოლიტიკური გარემო კი მუდმივად იქნება კონფრონტაციებში, ვერასდროს მოძებნის პრობლემებზე კონცენტრირების რესურსს. მათი პოლიტიკა მუდმივად პრობლემების სხვებზე გადაბრალების რიტორიკის იქნება, რაც არც ქვეყნისთვის და არც საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი არასდროს იქნება.

ყველაზე კარგად რაც გამოსდით ეს არის პოლიტიკურად „არასასურველი“ საზოგადოებისთვის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შექმნა და შემდგომ მათთვის სოციალური ზრუნვის ფონის შექმნა. თვალსაჩინოა დისკრედიტირებული პირების მეშვეობით ქვეყანაში საკადრო „შიმშილის“ პროვოცირება. გასაგებია, რომ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთხელ დაუშვეს რეფორმატორი კადრების წინსვლა და აღარ სურთ ხელმეორედ იგივე განმეორდეს. მაგრამ საზოგადოებრივ მართლმსაჯულებაზე მეტად მკაცრი, ქვეყნის რეფორმირების შედეგი ნამდვილად არ არის.

ჯამში, ეკონომიკის ზრდის წამალია არამხოლოდ ვაქცინა, არამედ ცვლილებები და რეფორმები.

ამიტომაც, საზოგადოებრივი პრესტიჟის საკითხია, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმირება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG