Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთამდე გაიზარდა ქალაქ ლევერკუზენში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


გერმანიის ქალაქ ლევერკუზენის „ქიმიური პარკის“ ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული კიდევ სამი ადამიანი იპოვეს მაშველებმა, ამით 5-მდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

27 ივლისს მომხდარი აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მცირეა, 2 დაკარგულის ცოცხლად პოვნის იმედიც.

ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ ზუსტი ინფორამცია. დასკვნას აფეთქებისა და ხანძის შესახებ კვირის ბოლოს ელოდებიან.

კომპანიის განცხადებით აფეთქება სამრეწველო ნარჩენების შეგროვების ადგილას მოხდა. აფეთქდა ორგანული გამხსნელით დატვირთული 3 ავზი. წინასწარი ცნობით, ისინი 600 000-დან 900 000 ლიტრამდე გამხსნელს შეიცავდა.

XS
SM
MD
LG